მანდეიზმი

მანდეიზმი
ანუ საბიზმი. სიტყვა ,,მანდა’’ მანდეურ ენაზე, არამეულის ერთ-ერთ დიალექტზე, ,,ცოდნას“ ნიშნავს, მანდეველები - მცოდნეებს. ასევე: ,,საბი“ ითარგმნება ნათლისღებად, საბიელები - ნათელღებულებად. მანდეიზმი აღმოცენდა მცირე აზიაში ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე და დღესაც არსებობს. მიმდევრები თავიანთ თავს ,,იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ უწოდებენ და ამჟამად სახლობენ ევფრატის ქვემო წელსა და ერაყის მიდამოებში. XIX ს- ის ბოლოს მათი რიცხვი 20000 არ აღემატებოდა. ჰყავთ სასულიერო პირები და გააჩნიათ საღვთისმსახურო და დოგმატური შინაარსის წიგნები, წარმოშობით ძველი (I-III სს.), მაგრამ მუჰამედის შემდეგ გადამუშავებული. უმთავრესია: ,,გინზა-რაბბა“ (დიდი საცავი), ,,იოანეს წიგნი’’ და ,,კოლასთა“, სადაც თავმოყრილია მითები, ჰიმნები და დარიგებები.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»